კომპანია ,,აბბი ასეტ მენეჯმენტი“ (აბბი) შეიქმნა 2009 წლის სექტემბერში, მენეჯმენტის მიერ შპს „გალტ ენდ თაგგარტ ასეტ მენეჯმენტი“–ს, ,,საქართველოს ბანკიდან" გამოსყიდვის შედეგად. ამჟამად აბბი მართავს 40 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აქტივებს და წარმოადგენს უმსხვილეს დამოუკიდებელ აქტივების მართვის კომპანიას ქვეყანაში.
აბბის მიზანია დაეხმაროს ინვესტორებს აღმოაჩინოს საინვესტიციო პოტენციალი საქართველოში და მიაღწიოს მათი ინვესტიციაზე მოგების მაქსიმიზაციას. აბბიმ დააარსა კერძო ინვესტირების რამდენიმე ინსტრუმენტი იმ ფულადი სახსრების განთავსებისთვის, რომლებიც მოზიდულია საერთაშორისო და ადგილობრივი როგორც ინსტიტუციონალური, ასევე კერძო ინვესტორებისგან. აბბი აღნიშნულ კერძო ინვესტირების ინსტრუმენტებს უწევს შემდეგი სახის მომსახურებებს: სტრატეგიის შემუშავება, კომპანიის მართვა, ფინანსური გამჭვირვალობა და კორპორატიული მართვის გაუმჯობესება. კომპანიის საბოლოო მიზანია არსებული საინვესტიციო ინსტრუმენტების აქციები განათავსის ერთ–ერთ მოწინავე საფონდო ბირჟაზე.
აბბი ამჟამად მართავს ენერგეტიკის ფონდს კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას (CEI) და ალდაგი ბისიასი საპენსიო ფონდს. ამჟამად CEI–ი აშენებს საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურს ახალციხის რაიონში. 2011 წლის ნოემბერამდე, აბბი ასევე უწევდა მომსახურებას სოფლის მეორნეობის ფონდს კავკაზუს აგროდეველოფმენთს (CAD), რომელმაც აბბის დახმარებით განახორციელა სარძევე ფერმის პროექტი სენაკში.



