გენერალური დირექტორი
ბიძინა ბეჟუაშვილი ასრულებს ,,აბბი ასეტ მენეჯმენტი"–ს (ყოფილი ,,გალტ ენდ თაგგარტ ასეტ მენეჯმენტი") გენერალური დირექტორის როლს, 2007 წლის ნოემბრიდან. "აბბი ასეტ მენეჯმენტ"-ში მუშაობის დაწყებამდე ბ-ნი ბეჟუაშვილს ეკავა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა საინვესტიციო საბანკო საქმიანობაში მსოფლიოს მოწინავე კომპანიაში, "JPMorgan Chase", ლონდონი, სადაც პასუხს აგებდა რუსეთის, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის, შუა აზიისა და ლათინური ამერიკის ნავთობისა და აირის სექტორში მომუშავე კომპანიების კვლევებზე. ბიძინა ბეჟუაშვილი მუშაობდა მსგავს თანამდებობებზე იტალიურ "Unicredit"-ში (2003-2005) და "RZB Austria"-ში, ლონდონი (2000-2003). დიდ ბრიტანეთში გადასვლამდე ბ-ნი ბეჟუაშვილი მუშაობდა ანალიტიკოსად, შემდგომში კი კვლევის განყოფილების უფროსად "Raiffeisenbank"-ში, მოსკოვი (1996-2000). ბიძინა ბეჟუაშვილმა თავისი კარიერა საინვესტიციო საბანკო საქმიანობაში დაიწყო ჰოლანდიის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ბანკის "MeesPierson"-ის აღმოსავლეთ-ევროპის კორპორატიული ფინანსების განყოფილებაში 1996 წელს.
ბიძინა ბეჟუაშვილს აქვს თორმეტი წლის პროფესიონალური გამოცდილება საინვესტიციო საბანკო საქმეში. ბ–ნ ბეჟუაშვილს გააჩნია ორმაგი, დიდი ბრიტანეთის და საქართველოს, მოქალაქეობა. ბ-ნი ბეჟუაშვილი დაიბადა და გაიზარდა თბილისში. 1992 წელს ბიძინა ბეჟუაშვილმა წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი (გამოყენებითი მათემატიკის და კიბერნეტიკის ფაკულტეტი) და ასევე ფლობს ჰუმანიტარული მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს ეკონომიკის დარგში, რომელიც მიიღო ბოსტონის უნივერსიტეტისაგან (აშშ).
ფონდის მენეჯერი
ივანე ბარბაქაძე "აბბი ასეტ მენეჯმენტ"-ს (ყოფილი ,,გალტ ენდ თაგგარტ ასეტ მენეჯმენტი“) საინვესტიციო ანალიტიკოსის თანამდებობაზე შეუერთდა 2007 წელს. "აბბი ასეტ მენეჯმენტ"–ში მოღვაწეობის დაწყებამდე ბ–ნი ბარბაქაძე მუშაობდა წამყვან უკრაინულ საინვესტიციო ბანკ "Dragon Capital"–ში კვლევის ანალიტიკოსად, სადაც ახორციელებდა ნახშირისა და ქვანახშირის ბაზრებისა და მათი მწარმოებელი კომპანიების ფინანსურ კვლევებს. "Dragon Capital"–ში გადასვლამდე (2006 წლის ოქტომბერში), ივანე ბარბაქაძე მოღვაწეობდა ანალიტიკოსად უკრაინის ფინანსთა სამინისტროში, კიევი, და მსოფლიო ბანკში, ვაშინგტონი (2005–2006). ბ–ნი ბარბაქაძე ფლობს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს ეკონომიკაში უკრაინის ერთ–ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტის "კიევო–მოჰილას აკადემია"–სგან (2007), და ასევე მინიჭებული აქვს ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან (2005).
ინვესტორებთან ურთიერთობის სამსახური/ანალიტიკოსი
ნინო
შარაშენიძე შეუერთდა ,,აბბი ასეტ მენეჯმენტს“ (ყოფილი ,,გალტ ენდ თაგგარტ ასეტ მენეჯმენტი“) 2010 წლის სექტემბერში. ,,აბბი ასეტ მენეჯმენტ“–ში გადმოსვლამდე ნინო მუშაობდა ანალიტიკოსის პოზიციაზე საქართველოს ბანკში, ბი ჯი
კაპიტალ-ში და „Bank of America“, ლონდონში.
ნინო შარაშენიძემ დაამთავრა ლონდონის ეკონომიკის სკოლა, (დიდი ბრიტანეთი), მენეჯმენტის განხრით. ნინოს გააჩნია ორმაგი, დიდი ბრიტანეთის და
საქართველოს, მოქალაქეობა.