კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა (CEI) წარმოადგენს სააქციო საზოგადოებას, რომელიც შექმნილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. წესდების მიხედვით CEI–ს შეუძლია განახორციელოს ინვესტირება ტრანსკავკასიურ კომპანიებნში, რომელთა საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის წარმოება.
2008 წლის თებერვალში, აბბის დახმარებით, CEI–მ, აქციების პირველადი საჯარო განთავსების გზით მოიზიდა 50 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც შეადგენდა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0.5%–ს და წარმოადგენს საქართველოში ყველაზე დიდ საჯარო განთავსებას (IPO). IPO–ში მონაწილეობა მიიღეს მსხვილმა ინსტიტუციალურა ინვესტორებმა, როგორიცაა Kairos, Firebird და East Capital.
2009 წლის მესამე კვარტალში, CEI–მ მოიპოვა ახალციხის რაიონში, მდინარე მტკვარზე (თურქეთის საზღვართან), 48 მვ სიმძლავრის ჰიდროელექტრო სადგური „მტკვარის“ მშენებლობისა და ოპერირების ლიცენზია. ჰიდროელექტროსადგური „მტკვარის“ აშენების მიზნით, CEI–მ დაარსა შპს „მტკვარი ჰესი“. პროექტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 2009 წლის ნოემბერში და დღესაც გრძელდება. მშენებლობის დასრულება გათვალისწინებულია 2014 წლისთვის.
2008 წლის მაისში, აბბიმ დაარსა სოფლის მეურნეობის ფონდი კაუკაზუს აგროდეველოფმენთი, რომელიც ახორციელებს ინვესტირებას კავკასიის რეგიონში სოფლის მეურნეობის სექტორში. აბბის დახმარებით CAD–მა მოიზიდა 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ინსტიტუციონალური ინვესტორებისგან. კომპანიისთვის პრიორიტეტულ ბაზარს წარმოადგენს საქართველო. CAD–ის მთავარი სტრატეგიული მიზანია გახდეს მოწინავე აგრარული ჰოლდინგი საქართველოში, ადგილობრივ ბაზარზე ხარისხიანი და ნატურალური სასოფლო–სამეურნეო პროდუქტებზე მზარდი მოთხოვნის არსებობის გათვალისწინებით.
აბბის დახმარებით, CAD–მა აირჩია რძის წარმოების განვითარება, რაც განაპირობა ქართულ ბაზარზე შექმნილი ნატურალური რძის პროდუქტების დეფიციტმა. საფუძვლიანი შესწავლის შედეგად CAD–მა რძის წარმოების ბიზნესის განვითარების ბაზად შეარჩია დასავლეთ საქართველოში, სენაკის მახლობლად არსებული მეცხოველეობის ფერმა. აბბი CAD–ს უწევდა მომსახურებას დაფუძნების დღიდან 2011 წლის ნოემბრამდე.



